რეზონანსი
08.06.2020

უკვე სამი დღეა, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის კურორტ გომისმთაზე ახალგაზრდა მამაკაცს ეძებენ. სოფელ შემოქმედის

მკვიდრი 22 წლის ლაშა ბურჭულაძე თვითმხილველებმა ბოლოს გომისმთაზე ნახეს.

ადგილობრივების ინფორმაციით, ის სახლიდან ზურგჩანთით გავიდა და ამ გასვლას წინ ოჯახის წევრებთან გაუგებრობა უძღოდა. მეზობლები ამბობენ, რომ 22 წლის ახალგაზრდას გომისმთაზე ჩუმად წასვლის შემთხვევა წარსულშიც ჰქონდა.

სამძებრო სამუშაოები კურორტზე ინტენსიურად მიმდინარეობს. დაკარგულის ძებნა დრონითაც ხორციელდება. ძებნაში, მაშველებთან ერთად, სოფლის ახალგაზრდები და ოჯახის წევრებიც არიან ჩართულები.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×