რეზონანსი
08.06.2020

გერმანიის საჰაერო ძალების თვითმფრინავით ავადმყოფი ქართველი ჯარისკაცი მაზარ-ე შარიფიდან თბილისში გადმოყვანეს. ინფორმაციას საქართველოში გერმანიის საელჩო ავრცელებს.

ჯარისკაცი ქართულ კონტინგენტთან ერთად ავღანეთის ჩრდილოეთში მისიის შესასრულებლად იმყოფებოდა, რა დროსაც მძიმედ დაავადდა.

როგორც საელჩოში აცხადებენ, მისი დაავადება არ არის კავშირში კოვიდინფექციასთან, მაგრამ იმდენად სერიოზულია, რომ აუცილებელი გახდა მისი საქართველოში გადმოყვანა.

„ქართველი ჯარისკაცები უკვე ხუთი წელია გერმანელ ჯარისკაცებთან ერთად ნატო-ს ოპერაციის „Resolute Support" (მტკიცე მხარდაჭერა) ფარგლებში ჩრდილო ავღანეთში ასრულებენ სამშვიდობო მისიას. ავადმყოფი ან დაჭრილი ჯარისკაცების სამშობლოში დაბრუნება „Resolute Support"-ის ფარგლებში თანამშრომლობის ქართულ-გერმანული ხელშეკრულების ნაწილია",- აცხადებენ საელჩოში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×