რეზონანსი
08.06.2020

ჩვენ არ უნდა გვქონდეს ილუზია, რომ ყველაფერი მშვიდად დასრულდება, უნდა მივაქციოთ ყურადღება, რომ არ მოხვდნენ ინფიცირებული ტურისტები ქვეყანაში - ამის შესახებ ინფექციონისტმა მაია ბუწაშვილმა მედიაცენტრ „მთავარიში" გამართულ პრესკომფერენციაზე ისაუბრა.

მისი თქმით, ზაფხულის სეზონი ტურისტების შემოსვლის კუთხით საყურადღებოა. მედიკოსი აქცენტს იმ ქვეყნებზე აკეთებს, სადაც ვირუსი ჯერ კიდევ აღმასვლის პროცესშია. ბუწაშვილი ტურისტების შემოსვლას ქვეყანაში ერთ -ერთ მთავარ რისკად თვლის ვირუსის გავრცელების კუთხით.

„უნდა დაიწყოს შემოსვლა იმ ქვეყნებიდან, სადაც კონტროლირებადი ეპიდემიაა, ასევე ლაპარაკია კოვიდ პასპორტზე, თუმცა აქაც პრობლემაა, რომელი ქვეყნის დოკუმენტი იქნება დამოწმებული, უნდა ვაკონტროლოთ, რომ დოკუმენტი იყოს ლეგიტიმური, საზღვარზე შემოწმება და სივრცეების მოწყობა კი მოუხერხებელია, რადგან ტურისტი შეიძლება იქ რამდენიმე საათით შეყოვნდეს, არსებობს ასევე მოსაზრება, რომ ადამიანი შესაძლოა იმ პერიოდის შემდეგ დაინფიცირდა, როცა უკვე აღებული ჰქონდა კოვიდ პასპორტი, ამიტომ განსაკუთრებული სიფრთხილე გვმართებს", - განაცხადა მაია ბუწაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×