რეზონანსი
08.06.2020

დედოფლისწყაროს სოფელ გამარჯვების საკრებულოს დეპუტატის გია ჭინჭარაულის მიერ დაჭრილი ორი მამაკაცის მდგომარეობა მძიმეა.

ექიმის განცხადებით, დაჭრილი პაციენტების სასიცოცხლო ორგანოებია დაზიანებული და ერთ-ერთი დაჭრილი თბილისის სპეციალურ კლინიკაში გადაიყვანეს.

"რეანიმაციულ განყოფილებაში დედოფლისწყაროდან შემოყანილია 1 პაციენტი, 23 წლის ახალგაზრდა. გულმკერდსა და მუცლის ღრუში შემავალი ნაკვეთი ჭრილობით. იმყოფება მართვით სუნთქვაზე. ამ ეტაპისთვის, ზოგადი მდგომარეობა შედარებით სტაბილურია. მიმდინარეობს მკურნალობა," - განაცხადა რეანიმატოლოგ-ანესთეზიოლოგმა მარიამ ქენქაძემ.

ადგილობრივების ინფორმაციით, სავარაუდოდ, ნასვამ მდგომარეობაში მყოფი ძმები ფიზიკურად გაუსწორდნენ საკრებულოს დეპუტატს.

შემთხვევა სოფლის ცენტრში მოხდა. გია ჭინჭარაულმა, მის მოგვარე ძმებს ჭრილობები, გულ-მკერდის და მუცლის არეში მიაყენა.

ცოტა ხნის წინ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხთართან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა. უწყების ცნობით, სამართალდამცველებმა ბრალდებული მომხდარიდან მალევე დააკავეს.

მომხდართან დაკავშირებით, გამოძიება სსკ-ის 117-ე მუხლის მე-7 ნაწილის „ა" ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

რუსთავი2

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×