რეზონანსი
08.06.2020

სისხლიანი გარჩევა დედოფლისწყაროში - სოფელ გამარჯვების "ქართული ოცნების"  დეპუტატმა ორი მამაკაცი ცივი იარაღით დაჭრა. შემთხვევა სოფლის ცენტრში მოხდა. გია ჭინჭარაულმა, მის მოგვარე 40 წლამდე მამაკაცებს გულ-მკერდის და მუცლის არეში ჭრილობები ცივი იარაღით მიაყენა.

ადგილობრივები მომხდარის დეტალებზე მედიასთან არ საუბრობენ, თუმცა აცხადებენ, რომ საჯარო მოხლე თავს იცავდა, რა დროსაც ორ პირს გულ-მკერდის არეში დაზიანებები მიაყენა. ჭინჭარაულს სცემეს, რის შემდეგაც მან სახლიდან დანა გამოიტანა და ძმებს სასტიკად გაუსწორდა.

დაშავებულებს გადაუდებელი ქირურგიული ოპერაცია ადგილობრივ სავადმყოფოში ჩაუტარდათ. ექიმის თქმით, მდგომარეობა მძიმეა, რის გამოც თბილისის სპეციალურ კლინიკაში გადაიყვანეს.

მომხდარზე დაწყებულია გამოძიება. ბრალდებული პოლიციამ ცხელ კვალზე დააკავა.

რუსთავი 2

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×