რეზონანსი
08.06.2020

სოციალურ ქსელში, ვრცელდება ისტორიკოს შირვან ალიევის წერილი, რომელიც უცვლელად გთავაზობთ:

"მე, შირვან ალიევი, ეთნიკური აზერბაიჯანელი, თელავის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქე, სოფელ ყარაჯლის მცხოვრები, სპციალობით ისტორიკოს–ფილოლოგი (ქართული ენისა და ლიტერატურის სპეციალობით) ამჟამად თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარდისუბნის საჯარო სკოლის დირექტორის მოადგილე, გულგრილი ვერ დავრჩები იმ მოვლენების შემხედვარე, რაც ხდება საქართველოს, ჩვენი დედასამშობლოს ისტორიული მიწის, დავით გარეჯის ირგვლივ. მე დედასამშობლო შემთხვევით არ მიხსენებია, დიახ, საქართველო, მისი მიწა, მთა, ბარი, ჰაერი, ყველაფერი, რაც ჩვენს ირგვლივაა, საქართველოში მცხოვრები მრავალათასიანი აზრბაიჯანელის დასაცავიცაა. 

დღეს ვნებათაღელვა არ წყდება დავით გარეჯის კუთვნილების შესახებ, მე, როგორც სპეციალობით ისტორიკოს-ფილოლოგი ვაფიქსირებ, რომ ქართულ და არა მარტო ქართულ ისტორიულ წყაროებში შავით თეთრზე დაფიქსირებულია, რომ დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსი ქართული კულტურის ძველი და მეტად ღირებული ძეგლია, რომელმაც იმ დროიდან, როცა ის დაარსდა, ეს კი მოხდა მეექვსე საუკუნის პირველ ნახევარში, ერთ-ერთი ასურელი მამის დავითის მიერ, საქართველოში ქრისტიანობის განმტკიცებას მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი. მე არ ვაპირებ პოლემიკის გამართვას, ერთს კი მტკიცედ დავაფიქსირებ, რომ მწამს და მჯერა სამხრეთ კავკასიის ორი უძველესი ერის, ქართველების და აზერბაიჯანელების სიბრძნისა და რომ ამ საკითხს მათი მთავრობები და ხალხი უმტკივნეულოდ და ბრძნულად გადაწყვეტენ, რათა, როგორც იტყვიან, „სამართალმა პური ჭამოს“.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×