
ხვალიდან სასტუმროების ის ნაწილი გაიხსნება, რომლებიც ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემოწმდა და დადგნილ სტანდარტს სრულად აკმაყოფილებენ.
შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსის, ბექა ფერაძის თქმით, სასტუმროები, რომლებიც ფუნქციონირებას განაახლებენ, აუცილებლად უნდა აკმაყოფილებდნენ ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებულ სტანდარტს.
„ვინაიდან ტურისტულ სეზონს ვხსნით, ბუნებრივია სასტუმროებში ვირუსის გავრცელების მხრივ რისკი მომატებული. შრომის ინსპექციამ უნდა შეამოწმოს სასტუმრო და დადებითი დასკვნი შემთხვევაში მას მიენიჭება მუშაობის უფლება. ამიტომ 8 ივნისიდან ყველა ტიპის სასტუმრო ვერ დაიწყებს ფუნქციონირებას, ამის უფლება აქვთ მხოლოდ მათ, ვინც დააკმაყოფილა ისმოთხოვნები, რომლებიც განსაზღვრულია ჯანდაცვის სამინისტროს მიერ.
მოთხოვნები აქაც დაახლოებით იგივეა, რაც რესტორნების მიმართ. გაწერილია ჰიგიენური ნორმები აუზებისა და სპების მიმართ, აკრძალულია ბავშვთა სარეკრეაციო და სპორტულ-გამაჯანსაღებელი პროცედურების განხორციელება. დადგენილია სანიტარული და ჰიგიენური ნორმები, ასევე რეცხვის შესაბამისი პროტოკოლი როგორც სამზარეულოსთვის, ასევე სასადილო ფართისთვის", - განაცხადა ბექა ფერაძემ.