რეზონანსი
07.06.2020

მსოფლიოში ლაბორატორიულად დადასტურებული კოვიდინფიცირების შემთხვევათა რაოდენობამ 7 მლნ-ს გადააჭარბა, მათგან 49% - 3.43 მლნ გამოჯანმრთელდა, 5.7% - 402 ათასი გარდაიცვალა, 45.3% - 3.18 მლნ მკურნალობის კურსს ამჟამადაც გადის.ყველაზე მეტი 1.99 მლნ ინფიცირებული შეერთებულ შტატებზე მოდის. პრაქტიკულად ყოველი 100 ინფიცირებულიდან 28 ამერიკელია. მეორე ადგილზე 676 ათასით ბრაზილიაა, მისი წილი 9.6%-ს აჭარბებს. სამეულს 467 ათასით რუსეთი ასრულებს, თუმცა მის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, სხვა ავტორიტარული ქვეყნების მსგავსად ნაკლებად სანდოა, ისინი როგორც ინფიცირებულების, ასევე გარდაცვლილთა სტატისტიკას აყელბებენ და შემცირებულ რიცხვებს აქვეყნებენ. ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 200 ათას კიდევ 4 ქვეყანაში: ესპანეთში, ინდოეთში, ბრიტანეთსა და იტალიაში აღემატება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×