რეზონანსი
07.06.2020

დიდ ბრიტანეთში 23 მარტის შემდეგ „კოვიდ-19"-ის ფატალური შემთხვევების ყველაზე დაბალი დღიური მაჩვენებელი დაფიქსირდა. ინფორმაციას „ბიბისი" ავრცელებს.

ქვეყნის ჯანდაცვის უწყების ინფორმაციით, ბოლო 24 საათის განმავლობაში „კოვიდ-19"-ით 77 პაციენტი გარდაიცვალა. საავადმყოფოებში „კოვიდ-19"-ით გარდაცვლილი პაციენტების რიცხვი უკვე 40,542-ს აღწევს.

დიდ ბრიტანეთში ახალი კორონავირუსის 286,194 შემთხვევაა გამოვლენილი. ბოლო 24 საათის განმავლობაში ბრიტანეთის მასშტაბით „კოვიდ-19"-ზე ტესტირება 142,123 პაციენტს ჩაუტარდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×