რეზონანსი
07.06.2020

ხვალიდან დახურული საზოგადოებრივი კვების ობიექტები მუშაობას გააახლებენ. მათ გარვეული რეკომენდაციების დაცვა მოუწევთ, რომლებიც ჯანდაცვის სამინისტრომ შეიმუშავა.

შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსის ბექა ფერაძის თქმით, დახურულ საზოგადოებრივ კვების შვედური მაგიდის გამოყენება იზღუდება, ხოლო გამოყენების შემთხვევაში უნდა დამონტაჟდეს დროებითი დამცავი გამჭვირვალე ბარიერი.

„იხსნება ყველა ტიპის რესტორანი, დახურულიც და ღიაც. ჯანდაცვის სამინისტროს მიერ განსაზღვრულია სტანდარტი, მაგალითად, შესაბამისი დისტანცია უნდა იყოს დაცული, ოფიციანტებს და მომსახურე პერსონალს უნდა ეკეთოს პირბადე, დეზინფექცია გახშირებული ტემპით უნდა ხდებოდეს. აკრძალულია ბართან კონტაქტი. ასევე იზღუდება შვედური მაგიდის გამოყენება, ხოლო გამოყენების შემთხვევაში უნდა დამონტაჟდეს დროებითი დამცავი გამჭვირვალე ბარიერი." - განაცხადა ბექა ფერაძემ

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×