რეზონანსი
07.06.2020

გურჯაანის მუნიციპალიტეტში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. "რეგიონული კვირის" ინფორმაციით, სოფელ ჩალაუბნის გადასახვევთან 2 მსუბუქი ავტომანქანა ერთმანეთს შეეჯახა, რის შემდეგაც ერთ-ერთი მათგანი ამოტრიალდა და გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა.

ერთ-ერთი თვითმხილველის თქმით, ავარია აგადაჭარბებულმა სიჩქარემ გამოიწვია.

"ავარია მოხდა და ალბათ გადაჭარბებული სიჩქარით მოძრაობდა ერთ-ერთი მათგანი. ჯიპი ამოტრიალებულია და მეორე მანქანაც ძალიანაა დაზიანებული",- აღნიშნა თვითმხელველმა.

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორივე მსუბუქი ავტომანქანაში მსხდომი მგზავრები მსუბუქად დაშავდნენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×