რეზონანსი
07.06.2020

დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის მდივანი ანტირასისტულ პროტესტში კორონავირუსის გავრცელების რისკს ხედავს. მეტ ჰენკოკის განცხადებით, დიდი შეკრება პანდემიის გამო ქვეყანაში დაწესებულ ზომებს არღვევს.

„მკაცრად ვიზიარებ იმ არგუმენტს, რომელსაც პროტესტის მონაწილეები ეყრდნობიან, თუმცა დიდი ჯგუფების შეკრება საკარანტინო წესებს ეწინააღმდეგება და ვირუსის გავრცელების რისკი იზრდება", - განაცხადა მეტ ჰენკოკმა Skynews-თან ინტერვიუში.

ამჟამად, მთავრობის განკარგულებით, ქუჩაში 6-ზე მეტი ადამიანის შეკრება ნებადართული არ არის.

ლონდონში, აქციაზე, სადაც ჯორჯ ფლოიდის მკვლელობას ათასობით ადამიანი აპროტესტებდა, პროტესტის მონაწილეებსა და პოლიციას შორის შეტაკება მოხდა.

აშშ-ში საპროტესტო აქციები ჯორჯ ფლოიდის მკვლელობას მოჰყვა. 28 მაისს საპროტესტო აქციის მონაწილეებმა მინეაპოლისის პოლიციის შენობა დაიკავეს და ცეცხლი წაუკიდეს.

30 მაისს ფლოიდის საქმეზე დაკავებულ ყოფილ პოლიციელს ბრალი წინასწარი განზრახვის გარეშე მკვლელობის მუხლით წაუყენეს. საპროტესტო აქციების გამო 25-ზე მეტ ქალაქში კომენდანტის საათი გამოცხადდა. 2 ივნისს დამოუკიდებელმა ექსპერტიზამ დაადგინა, რომ ფლოიდის გარდაცვალების მიზეზი ასფიქსია გახდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×