რეზონანსი
07.06.2020

თბილისის ინფექციური საავადმყოფო ერთმა გამოჯანმრთელებულმა პირმა დატოვა. მკურნალობას აგრძელებს 46 პაციენტი. ამის შესახებ კლინიკის ინფექციონისტმა ალექსანდრე გოგინავამ განაცხადა.

საავადმყოფოში სამი პირის გამოჯანმრთელებას ელოდებიან.

„გვყავს მსუბუქი პაციენტები. ორი მძიმე პაციენტი რჩება, თუმცა მათი მდგომარეობა დინამიკაში გაუმჯობესებულია. რაც შეეხება გამოჯანმრთელებულს, დღეს ერთმა გამოჯანმრთელებულმა პაციენტმა დატოვა კლინიკა. ხვალისთვის ველოდებით სამ პაციენტთან განმეორებით პასუხებს და სავარაუდოდ ხვალ სამი პაციენტი დატოვებს საავადმყოფოს. დღეს ჩვენს კლინიკაში დადასტურებული შემთხვევა არ გვქონია", - განაცხადა ალექსანდრე გოგინავამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×