რეზონანსი
07.06.2020

საოკუპაციო რეჟიმმა ოკუპირებულ გალთან საქართველოს სამი მოქალაქე დააკავა. სოფელ ლიას სამი მკვიდრი იზოლატორშია გადაყვანილი. ისინი სოფელ მუჟავასთან გაიტაცეს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, გააქტიურებულია ცხელი ხაზი და ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.

გატაცებული მამაკაცების ადგილსამყოფელი და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა, ჯერჯერობით, უცნობია.

გატაცებულების ოჯახის წევრების თქმით, მათთვის უცნობია თუ რა მოტივით მოხდა საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან მოქალაქეების გატაცება.

"ჩემი შვილია, დაჭერილია. აფხაზებმა დაიჭირეს თუ რუსებმა, არაფერი ვიცი," - განაცხადა გატაცებულის დედამ ემა კვირკვიამ.

"მოვიძიეთ, მაგრამ ვერანაირი პასუხი ვერ მივიღეთ. დაწერილები არიან, სად არიან არ ვიცი. დავურეკეთ, მაგრამ მიუწვდომელია. არავინ არ დაგვკავშირებია," - აღნიშნა გატაცებულის ძმამ გატაცებულის ძმამ ლევან მატუამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×