რეზონანსი
07.06.2020

სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის თქმით, ქვეყანაში შესაძლოა, უკვე 100 000-ზე მეტი კოვიდინფიცირებული იყოს. ამის შესახებ ფაშინიანმა საკუთარი ფეისბუქგვერდზე გამოქვეყნებულ სტატუსში განაცხადა.

„ზოგიერთი ანალიზი გვიჩვენებს, რომ სომხეთში ახლა „კოვიდ-19"-ით 100 000-ზე მეტი ადამიანია ინფიცირებული. ამ დასკვნამდე მივედით ლეტალური შედეგებისა და ინფიცირებულთა დადგენილი რიცხვიდან გამომდინარე",- წერს ფაშინიანი.

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ ქვეყანაში „კოვიდ-19"-ით ინფიცირებული პაციენტების 67 პროცენტი ქალია. მისივე თქმით, გარდაცვლილთა შორის 58 პროცენტი მამაკაცია, ხოლო 42 პროცენტი ქალი.

ბოლო 24 საათის განმავლობაში სომხეთში „კოვიდ-19"-ის 766 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო გარდაიცვალა ათი ადამიანი. ქვეყანაში ახალი კორონავირუსის 13,130 შემთხვევა ფიქსირდება, მათ შორის 200 ფატალური.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×