რეზონანსი
07.06.2020

გლობალური ჯანდაცვის ბრიტანელი ექსპერტები აცხადებენ, რომ კორონავირუსი არ არის უკანასკნელი პანდემია, რომელიც კაცობრიობას დაემუქრა. მათი თქმით ეს, შესაძლოა, მხოლოდ დასაწყისი იყოს.

მეცნიერებმა, რომელთა გუნდსაც ლივერპულის უნივერსიტეტი უდგას სათავეში, დაიწყეს კვლევა, ველურ ბუნებაში არსებული რომელი დაავადებები უქმნის ყველაზე მეტად კაცობრიობას რისკს.

მეცნიერების აზრით, იმ დაავადებათა კვლევა, რომელიც, შესაძლოა, ველური ბუნებიდან ადამიანთა შორის გავრცელდეს, მსოფლიოს მეტად მოამზადებს მომდევნო პანდემიებისთვის.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×