რეზონანსი
07.06.2020

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის პაატა იმნაძის განცხადებით, საყოფაცხოვრებო ნიღბის გამოცვლა საჭირო და რეკომენდირებულია 3-4 საათში ერთხელ.

"ნიღაბი საყოფაცხოვრებო პირობებში დაახლოებით, 3-4 საათში ერთხელ უნდა იცვალოთ. თუ შიგნიდან ძალიან დასველდა, მაშინ უფრო ადრეც. მინდა დავაზუსტო, როდესაც ვსაუბრობ საყოფაცხოვრებო ნიღაბზე, აქ საუბარი არ არის სამედიცინო ნიღაბზე, რომლითაც ქირურგები ხანდახან 24 საათი ოპერაციას აკეთებენ. აქ საუბარია ჩვეულებრივ ორშრიან ნიღბებზე, მაგალითად ასეთი არის დოლბანდის ნიღაბი," - აღნიშნა პაატა იმნაძემ "ღამის კურიერში" საუბრისას.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×