
ხვალიდან საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების ერთი ნაწილი იხსნება.
შეზღუდვები, რომლებიც იხსნება:
შესაძლებელი ხდება მიკროავტობუსებითა და ავტობუსებით მგზავრთა საქალაქთაშორისო გადაყვანა.
დასაშვები ხდება რესტორნების, ბარებისა და კაფეების დახურული სივრცის გახსნა;
დასაშვები ხდება სასტუმროების მუშაობა, თუ ისინი დააკმაყოფილებენ ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციებს;
ამუშავდება ვალუტის გადამცვლელი ჯიხურები.
შეზღუდვები, რომლებიც რჩება:
საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა დასაშვებია მხოლოდ პირბადით.
აკრძალულია ტაქსით სამ პირზე მეტის გადაყვანა
სკოლებსა და უნივერსიტეტში საგანმანათლებლო პროცესი დასაშვებია დისტანციურად. უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს პრაქტიკული სამუშაოების ჩატარება შეუძლიათ უსაფრთხოების წესების დაცვით;
აკრძალულია ყველა ტიპის სპორტული ღონისძიება.
აკრძალულია 10 პირზე მეტის შეკრება, მათ შორის ქორწილისა და ქელეხების გადახდა
დახურულ სივრცეში ყველა პირი ვალდებული ატაროს პირბადე.