რეზონანსი
07.06.2020

ქართული წარმოშობის რუსი მომღერალი, ქეთა თოფურია სპეციალურ განცხადებას ავრცელებს. იგი რუსეთის მოქალაქეებს მოუწოდებს, აუცილებლად მიიღონ მონაწილეობა კონსტიტუციაში დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებულ ხმის მიცემაში:

„25 ივნისიდან 1 ივლისამდე ყველას ექნება შესაძლებლობა ხმა მისცეს კონსტიტუციაში დაგეგმილ ცვლილებებს. გულწრფელად რომ ვთქვა და ვაღიარო, აქამდე არასდროს წავსულვარ ხმის მისაცემად. ახლა კი გადავწყვიტე, გამოვსწორდე.

კონსტიტუცია მოიცავს ჩვენი ცხოვრების ყველა სფეროს. არ თქვათ უარი ხმის მიცემაზე. ეს არ არის პოლიტიკა, ეს ცხოვრებაა,“- წერს ქეთა თოფურია.

საკონსტიტუციო ცვლილებები ვლადიმირ პუტინს საშუალებას მისცემს, ძალაუფლება 2036 წლამდე შეინარჩუნოს.

კერძოდ, პუტინს 2024 წელს ზედიზედ მეორე, ჯამში კი მეოთხე საპრეზიდენტო ვადის დასრულების შემდეგ მომდევნო არჩევნებში მონაწილეობის მიღება არ შეეძლო, თუმცა ახალი ცვლილება მას ვადას გაუნულებს და საშუალებას მისცემს კიდევ ერთი, ან ორი ვადით იყაროს კენჭი და ხელისუფლება კიდევ 6 ან 12 წლით მართოს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×