რეზონანსი
06.06.2020

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე განმარტავს, რომ თუ რესტორანში მყოფ პირს საპირფარეშოში გასვლა მოუნდება, ამ შემთხვევაში მას პირბადის გაკეთება მოუწევს.

„ყველა მონატრებულია მეგობრებთან და ახლობლებთან ერთად სადღაც დაჯდომას.

თუ მოვხვდით სუფრაზე, რესტორანში 6 კაცზე მეტი არ შეიძლება. რესტორანში პირბადით ვერ დაჯდები, პირბადით ვერც დალევ და ვერც შეჭამ.

თუმცა, ტუალეტში რომ მოგინდება გასვლა და სანამ ტუალეტში მიხვალ-მოხვალ უნდა გეკეთოს პირბადე“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.

შეგახსენებთ, რომ 8 ივნისიდან დახური ტიპის რესტორნებზე და კაფე-ბარებზე შეზღუდვები მოიხსნება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×