
დაავადებათა კონტროლის სამედიცინო ცენტრის ხელმძღვანელის პაატა ინაძის განცხადებით, შეზღუდვები ყველა ტიპის კონდინციონერს არ ეხება.
მისი თქმით, კონდენცირების მრავალი სისტემა არსებობს, ხოლო დაავადებათ კონტროლის ცენტრის რეკომენდაცია შეეხება საყოფაცხოვრებო კონდინციონერის საზოგადოებრივ თავშეყრის ადგილებში აკრძალვას.
ამასთან იმნაძე ამბობს, რომ სახლში კონდინციონერის გამოყენება დასაშვებია.
„რეკომენდაცია არ ეხება ყველა კონდინციონერს და გამაგრილებელ სისტემას. სხვათა შორის ეს არ ეხება სახლში რომ გვაქვს საყოფაცხოვრებო კონდენციონერი იმას, ოჯახში მაინც ერთად ვართ და სახლში კონდენციონერი არ ჩართოო არავის უთქვამს. აქ საუბარია საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში საყოფაცხოვრებო კონდინციონერების გამოყენებაზე და აქვე დავაზუსტებ კონკრეტულად იმაზე, რომელიც მხოლოდ შიდა ჰაერს ატრიალებს, იმიტომ რომ არსებობს კონდენციონერი, რომელსაც გარედან მოაქვს ჰაერი და იმას აციებს. არ არსებობს მტკიცებულება, რომ ჩვეულებრიბი საყოფაცხორებო კონდენციორების საზოგადოებრივ თავშეყრის ადგილში გამოყენება უსაფრთხოა, ამიტომ სამწუხაროდ ჯერჯერობით რეკომენდაციას ვერ გავცემთ", - განაცხადა პაატა იმნაძემ.