რეზონანსი
05.06.2020

პირველ ეტაპზე გაიხსნება შიდა ტურიზმი და დარწმუნებული ვარ შიდა ტურიზმიც საკმაოდ სერიოზულ მოთხოვნას დააგენერირებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ იმერეთის რეგიონის ტურიზმის წარმომადგენლებთან შეხვედრისას განაცხადა.

„ფაქტია, რომ ქართველები საზღვარგარეთ დასასვენებლად ვერ წავლენ, ბოლო რამდენიმე წელია ძალიან შეუყვარდათ, არ ვიტყვი ახლა სად სიარული. ამიტომ პირველი, რაც უნდა გავაკეთოთ - უნდა ვასწავლოთ ქართველებს, რომ დაისვენონ საქართველოში და ფული გადაიხადონ ტურიზმში საქართველოში. ნათესავთან, ბებიასთან ჩავედი, ეს არა, - ესეც ტურიზმია, შიდა ტურიზმია და აქაც უნდა ვიცოდეთ, რომ ამასაც თავისი ეკონომიკური ძალა აქვს", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×