რეზონანსი
05.06.2020

რუსთავის მერიის შენობაში ინციდენტი მოხდა. ერთ-ერთმა მოქალაქემ მერის მოადგილეს, გოჩა ლორიას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. ადგილზე გამოიძახეს პოლიცია და სასწრაფო სამედიცინო დახმარება.

მერიის აპარატის უფროსი ნინო ნიკოლაევა მომხდარ ფაქტს ადასტურებს, თუმცა მისთვის უცნობია, რა იყო თავდასხმის მიზეზი.

„ვადასტურებ, რომ ინციდენტს ადგილი ნამდვილად ჰქონდა. ფაქტზე დაწყებულია გამოძიება. გამოვიძახეთ საპატრულო პოლიცია. გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე დამატებით განმარტებას ვერ გავაკეთებთ", - განაცხადა ნინო ნიკოლაევამ.

მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება 126-ე მუხლით, რაც ძალადობაა გულისხმობს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×