
,,ქართულმა ოცნებამ“ წინასაარჩევნოდ ჯარიმების პატიების გადაწყვეტილება მიიღო. კანონპროექტი, რომლითაც ,,სითი პარკის“ მიერ დაწესებული ჯარიმები მოქალაქეებს უნდა ეპატიოთ, უკვე პარლამენტშია. სპეციალისტები და ოპოზიციონერი დეპუტატებიც, მიიჩნევენ, რომ სანქციები არალოგიკურად დიდია, თუმცა ახლა მისი ჩამოწერა წინასაარჩევნო სვლაა.
თბილისის მერიასა და "სითი პარკს" შორის გაფორმებული ხელშეკრულება რამდენიმე წლის განმავლობაში აქტიურად განხილვადი საკითხი იყო. ოპოზიციური პარტიის წევრები და საზოგადოების ნაწილი ხშირად საუბრობდნენ იმაზე, რომ იმჟამინდელმა მერმა, გიგი უგულავამ "სითი პარკს" ზედმეტი უფლებამოსილება მიანიჭა, კომპანია მოქალაქეებს "ატერორებდა" და ხელშეკრულება უნდა გაეწყვიტათ. ძირითადი პრეტენზია მაღალ ტარიფებს და საჯარიმო ავტოსადგომებზე გადაყვანის სიხშირეს უკავშირდებოდა.
მას შემდეგ, რაც "სითი პარკის" მიმართ კრიტიკამ უმაღლეს ნიშნულს მიაღწია, ქალაქის მაშინდელმა მერმა დავით ნარმანიამ განმარტა, რომ მერიას არ ჰქონდა 25 მილიონი ლარი ხელშეკრულების შესაწყვეტად, თუმცა,თბილისის მერის თანამდებობაზე მოსვლიდან მალევე, კახა კალაძემ სხვა გზები გამონახა. მან კომპანიასთან ხელშეკრულებას მალევე გაწყვიტა და მიზეზად კალაძემ "სითი პარკის" მხრიდან კონტრაქტის პირობების დარღვევა დაასახელა. მიხედავად ამისა, მოქალაქეებზე დაკისრებული ჯარიმები ძალაში დარჩა.
კარგა ხნის ყოყმანის შემდეგ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ზაზა გაბუნიამ პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე ახალი საკანონმდებლო ინიციატივა წარადგინა. ინიციატივა ითვალისწინებს კომპანია „სითი პარკის" მიერ დაჯარიმებული მოქალაქეების გათავისუფლებას ამ ჯარიმებისა და მათზე დარიცხული საურავებისაგან წარმოშობილი ფინანსური ვალდებულებებისაგან. ასეთი ჯარიმების ოდენობა დაახლოებით 850 000 ლარს შეადგენს.
„საქმე ეხება ჯარიმებს, რომლებიც დაკისრებულია 2018 წლის 10 აპრილამდე, ანუ კომპანია „სითი პარკთან" ხელშეკრულების გაწყვეტამდე და რომელთა აღსრულება ჯერ არ მომხდარა. ეს გადაუხდელი ჯარიმები რჩებოდა მნიშვნელოვან ფინანსურ და ეკონომიკურ პრობლემად მოქალაქეებისათვის და ჩვენი გადაწყვეტილებით, ამ დავალიანების მქონე მოქალაქეები გათავისუფლდებიან ჯარიმის, საურავისა და აღსრულების ხარჯების გადახდისაგან და მოეხსნებათ ფინანსური დავალიანება. ამ საკითხზე იდეა და ინიციატივა ეკუთვნის დედაქალაქის მერს, რასაც საქართველოს პარლამენტი მხარს", - განაცხადა გაბუნიამ.
"სითი პარკის" ჯარიმების ჩამოწერა ერთადერთი წინსაარჩევნო სვლა არ იქნება, ხელისფლება აქტიურად ფიქრობს საგანგებო მდგომარეობის დროს გამოწერილი 3000-ლარიანი სანქციების გაუქმებაზე ან საგრძნობკადლ შემსუბუქებაზე. ამას პარლამენტის დეპუტატების ადასტურებენ. დამოუკიდებელი დეპუტატი, დავით ჭიჭინაძე ,,რეზონანსთან“ ამბობს, რომ პროცესი წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილია, თუმცა მიუხედავად ამისა, მოსახლეობისათვის ჯარიმების ჩამოწერას მიესალმება.
,,ამ ქვეყნაში არის კატასტროფული ჯარიმები და გადასახადები. ასე რომ, ნებისმიერ შემთხვევაში მივესალმები ამ პროცესის დაწყებას. მიუხედავად იმისა, რომ ცალსახაა, ეს არის წინა საარჩევნო კამპანიის ნაწილი. ხალხი დილიდან საღამომდ ამ ვალდებულებების გასასტუმრებლად შრომობს, რომელიც შემოსავლებთან შედარებით არა ადეკვატურია. მეტიც,
მართებულად მიმაჩნია, რომ შემსუბუქდეს საკარანტინო პერიოდის დარღვევისათვის გამოწერილი ჯარიმები. აბსოლუტურად ალოგიკური ოდენობის თანხის გადახდა არ უნდა უწევდეთ მოქალაქეებს. ათჯერ რომ შემცირდეს 3000-ლარიანი ჯარიმა, ესეც ლოგიკური იქნებოდა“, - განაცხადა დეპუტატმა.
საარჩევნოდ პატიება და შეღავათები რომ ,,ქართული ოცნების“ უკვე ჩვეული მანევრია, სამართლის სფეროს სპეციალისტი, ლევან ალაფიშვილიც ადასურებს და იქვე ამბობს, რომ ეს ახალისებს კანონდარღვევას.
"ტენდენციად ჩამოყალიბდა სააარჩევნოდ შეღავათების გაკეთება. ვალების ჩამოწერა, ამნისტია და სხვა... უნდა იყოს ეს ყველაფერი, თუმცა უნდა ჯდებოდეს სამართლებლივ ნორმებში. უკვე ველოდები როდის დაიწყებენ საკარანტინო პერიოდის ჯარიმების პატიებას, რადგან კანონმდებლები იმაზე უფრო ზრუნავენ, რომ უკანონობა ჩაიდინონ. მხედველობაში მაქვს გარემოებები, რომელიც კონსტიტუციას ეწინააღმდეგება და ამას მხარი დაუჭირა კანონშემოქმედმა, რაც არასწორია. ახლა მიხვდნენ, რომ ეს ყველაფერი შესაძლოა მართლაც იყოს დარღვევა. ერთ დაჯარიმებულ მოქალაქესაც კი შეუძლია უჩივლოს საკანონმდებლო ორგანოს. ამიტომ ცდილობენ, აპატიონ გამოწერილი ჯარიმები და ასე შენიღბონ ყველაფერი. რა უნდა გაპატიონ, როდესაც კონსტიტუციიის საწინააღმდეგოა ეს ყველაფერი?“- აღნიშნა ალაფიშვილმა "რეზონანსთან" საუბრისას.