რეზონანსი
04.06.2020

 პარლამენტის თავმჯდოარის არჩილ თალაკვაძის ბიძაშვილი და ყოფილი დეპუტატის, ვანო ზარდიაშვილის ცოლისძმა დააკავეს.

"მთავარი არხის" ინფორმაციით დაკავება პოლიციისათვის წინააღმდეგობის გაწევის გამო მოხდა. ისინი პატრულმა ბერი სალოსის ქუჩაზე იმ დროს გააჩერა, როცა მოქმედი და ყოფილი მაღალჩინოსნების ოჯახის წევრები ავტომობილით გადაადგილდებოდნენ.

ნუგზარ თალაკვაძე და გრიგოლ აბრალავა პოლიციის მოთხოვნას არ დაემორჩილნენ და ადგილიდან მიმალვა სცადეს, თუმცა სამართალდამცავებმა მათი აყვანა მოახერხეს.

"მთავარი არხის" ინფორმაციით ზარდიაშვილის ცოლისძმას თან ცეცხლსასროლი იარაღი ჰქონდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×