
„ჩვენ დების შვილისშვილები და ერთი თაობის ნათესავები ვართ", - ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტი მეუფე ნიკოლოზი ბიზნესმენ ლევან ვასაძის ნათესავია, კერძოდ - ვასაძისა და მეუფე ნიკოლოზის ბებიები დები იყვნენ.
რამდენიმე თვის წინ გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომ ლევან სავაძე პოლიტიკაში მოსვლას აპირებს, მეუფე ნიკოლოზი ამბობს, რომ ამის შესახებ არაფერი იცის.
"რატომ უნდა მოვიდეს პოლიტიკაში?! რა უნდა აკეთოს?! პრეზიდენტი უნდა გახდეს თუ პრემიერ-მინისტრი?! მე რამდენადაც ვიცი, ვინც პოლიტიკაში მოდის, იმას აქვს თავისი პროგრამა. არ ვიცი, ეს პროგრამა გამოაქვეყნოს და მერე ვილაპარაკოთ. ის ძალიან მიყვარს, არაჩვეულებრივი ადამიანია პირად ურთიერთობაში, მაგრამ რაც შეეხება მის მოსაზრებებს, ვერაფერს გეტყვით. როდესაც პოლიტიკაში მოსვლაზეა ლაპარაკი, სასწორზე ბევრად უფრო მეტი დევს, ვიდრე სისხლით ნათესაობა. მე ვერ დავუჭერ ლევანს მხარს, რადგან მის მოწინააღმდეგეს ეკლესიიდან ვერ გავუშვებ - მე ეკლესია ვარ. მე მას პოლიტიკურ მხარდაჭერას ვერ გამოვუცხადებ, რაც არ უნდა ახლობელი იყოს, რადგან მის მოწინააღმდეგეს პოლიტიკურ წინააღმდეგობასა და დევნას ვერ გავუწევ:, - განაცახდა მეუფე ნიკოლოზმა "პრაიმტაიმთან".
სრულად იხილეთ: პრაიმტაიმი