რეზონანსი
04.06.2020

ბათუმში მიკროავტობუსის და მსუბუქი ავტომობილის შეჯახებისას სამი ადამიანი დაშავდა

ბათუმში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა. ისინი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა. არსებული ინფორმაციით, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

ავტოსაგზაო შემთხვევა, ბათუმში ჯავახიშვილის ქუჩაზე მოხდა, სადაც სამგზავრო მიკროავტობუსი და მსუბუქი ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა. ადგილზე სამართალდამცავები იყვნენ მობილიზებული.

როგორც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში "ინტერპრესნიუსს" განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება "სისხლის სამართლის კოდექსის" 276-ე მუხლით დაიწყო, რაც სატრანსპორტო მოძრაობისას წესების დარღვევას გულისხმობს.

აიპიენი

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×