რეზონანსი
04.06.2020

„ტაბულას“ დამფუძნებლის თამარ ჩერგოლეიშვილის თქმით, ოპოზიციურმა პარტიებმა ბოლო 8 წლის განმავლობაში ვერ შეძლო გაერთიანება ვერც ერთი პარტიისა და ლიდერის გარშემო. მისი თქმით, ოპოზიციამ მხოლოდ პროპორციული არჩევნების თემის ირგვლივ შეძლო გაერთიანება.

„ოპოზიციას რომ გადავხედოთ, ბოლო 8 წლის მანძილზწ ვერ შეძლო გაერთიანება ვერცერთი პარტიის და ლიდერის გარშემო. არ აღმოჩნდა ისეთი ლიდერი, არ გვყავს ჩვენ ოპოზიციაში ისეთი ლიდერი, რომელიც კონსოლიდირებას მოახდენს. გასაგებია, რომ სააკაშვილს ილუზია აქვს, უნდა რომ ასე ეჯეროს, მაგრამ არც თვითონ არ აღმოჩნდა ასეთი.

მე ოპოზიციისგან ვითხოვ, კარგად დაფიქრდნენ და საქმე აკეთონ თავიდან. „ნაციონალური მოძრაობა“ თავის პრემიერობის კანდიდატად ვის წარმოადგენს, გიორგი ვაშაძეს თუ სხვას, ეს მათი საქმეა.

მე ბიძინა ივანიშვილის დამარცხება იმიტომ კი არ მინდა, რომ მეორე გიჟმა ჩაანაცვლოს. მე მინდა, რომ ამ ქვეყნაში დამყარდეს პოლიტიკურ ძალთა შორის ბალანსი“ – განაცხადა თამარ ჩერგოლეიშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×