
შეიარაღებული დაპირისპირება ბაგებში - "ნიუპოსტის" ინფორმაციით, შემთხვევას წინ უძღვოდა ურთიერთშელაპარაკება, რასაც გასროლა მოჰყვა. არსებული ინფორმაციით არიან დაჭრილები.
მეზობლების ინფორმაციით, შემთხვევის ადგილზე 5 მანქანით იყვნენ მამაკაცები მისული, რასაც ხმაურიანი დაპირისპირება ახლდა თან, ამის შემდეგ იყო გასროლის ხმა. საცხოვრებელი კორპუსისი აივნიდან თვითმხილველმა მეზობლებს მოუწოდა პატრულში დაერეკათ, ხმაურის დროს მამაკაცები ჩაასხდნენ მანქანაში და ტერიტორიას გაეცალნენ.
"რამდენიმე გასროლა გავიგეთ... ნაგვის ურნებთან მოხდა, ორი გასროლა გავიგეთ. შორს არის და კარგად არ ჩანდა ვინ იყვნენ. როცა დავიყვირეთ, მანქანები დაძრეს და წავიდნენ.5-6 მანქანა იქნებოდა" - ჰყვება ადგილობრივი.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება) და 236-ე (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარება) მუხლებით დაიწყო. შემთხვევის შესახებ დამატებითი დეტალები ამ დრიოსთვის უცნობია.
წყარო: ნიუპოსტი