
გუშინ გლდანულაში გოგონამ საკუთარი შვილი ნაგვის ურნასთან დატოვა, დღეს დილიდან სამართალდამცველები და ექსპერტ-კრიმინალისტები იყვნენ მობილიზებული გლდანის ხევში, სადაც გუშინ ბავშვის ცხედარი მეეზოვემ იპოვა.
„ტვ პირველთან" საუბარში არასრულწლოვანი გოგონას ოჯახის წევრი აცხადებს, რომ მისი შვილი დამნაშავე არ არის, და ხალხი ჭორებს ავრცელებს.
„პოლიციამ მითხრა, გოგონა უნდა გადავიყვანოთო, არ არის პრობლემა-მეთქი ვუთხარი. ხალხი ათას სისულელეს ამბობს." - აცხადებს არასრულწლოვანი გოგონას ოჯახის წევრი.
„ეგ ბავშვი დამნაშავე არ იყო. დედამისი იყო მოსული და ისეთ დღეშია საწყალი, ალბათ თავს მოვიკლავო ამბობდა... გოგონა მაშინვე გამოუშვეს, ეს რომ დამნაშავე იყოს, სახლში ვინ გამოუშვებდა?!" - ჰყვება მეზობელი.