რეზონანსი
03.06.2020

ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ მთავრობა დაითხოვა. ამის შესახებ ბელარუსის პრეზიდენტმა ​სახელმწიფო ტელევიზიის პირდაპირ ეთერში განაცხადა. მისი თქმით, შესაბამის განკარგულებას ხელი უკვე მოაწერა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

როგორც იუწყებიან, მანამდე პრეზიდენტთან შეხვედრაზე განხილული იყო მინისტრთა კაბინეტის ახალი შემადგენლობის საკითხი. ამ თათბირს ესწრებოდნენ ბელარუსის საბჭოს თავმჯდომარე ჰატალია კოჩანოვა, წარმომადგენელთა პალატის თავმჯდომარე ვლადიმირ ანდრეიჩენკო, ასევე პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი და უშიშროების საბჭოს მდივანი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×