რეზონანსი
03.06.2020

ბიოსამედიცინო კორპორაცია "CALYPTE"-ს ჟენევის ფილიალის დირექტორი, ხათუნა ჯანჯალია, სოციალურ ქსელში, წერს:

"ხანგრძლივად ნიღბის (პირბადის) ტარების მქადაგებლების და მატარებლების საყურადღებოდ:

გარდა იმისა, რომ ჩვენს ცხვირხახაში თანამცხოვრები არაპათოგენური ან პირობითპათოგენური მიკროორგანიზმები ანაერობულ პირობებში შეიძლება პათოგენურად გადაიქცნენ და ეს უკანასკნელი მომაკვდინებელ მტრად მოევლინოს შინაგან ორგანოებს და უკურნებელი პათოლოგიები გამოიწვიოს, ასევე,

კოვიდთან დაკავშირებული ნიღბების ხანგრძლივი ტარება იწვევს ჯანმრთელობის პრობლემებს დიდი რაოდენობით ნახშირორჟანგის ჩასუნთქვის გამო, ვითარდება ჰიპოქსია, რაც თავის მხრივ იწვევს თავბრუსხვევას, დაღლილობას, ძილად მიგდებას, ოფლიანობას, კანის გამოშრობას და სუნთქვის უკმარისობას. სხვადასხვა პათოლოგიების მქონე ადამიანებში შეიძლება გამოიწვიოს გონების დაკარგვა, კომაში ჩაგდება, ჰიპერვენტილაცია, კუნთების მოდუნება და კრუნჩხვები!!!

P.S. ნიღაბი შეიძლება გამოიყენოთ 1-1.5 საათის განმავლობაში საჭიროების შემთხვევაში და გამოყენებული ნიღაბი უნდა მოათავსოთ სანაგვე ურნაში. ერთი და იგივე ნიღბის გამოყენება მრავალჯერადად სპეციალური დამუშავების გარეშე კატეგორიულად იკრძალება! ნიღაბი უნდა ატაროს ინფიცირებულმა ადამიანმა, რათა სხვას არ გადასდოს ინფექცია, ხოლო ჯანმრთელ ადამიანს ნიღაბი არ სჭირდება!"

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×