რეზონანსი
03.06.2020

ბურჯანაძის კანდიდატურასთან დაკავშირებით ჯერ ჩამოყალიბებული არ ვართ, - ამის შესახებ „ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა, ანზორ ბიწაძემ, „რუსთავი 2"-ის ეთერში, ნინო ბურჯანაძის შესაძლო მაჟორიტარ კანდიდატურაზე საუბრისას განაცხადა.

„ოპოზიციური ერთობის, რომელიც შედგა, ჩვენ ერთგული ვრჩებით. ამ პროცესში მონაწილეობას ვიღებთ და მოლაპარაკება მიმდინარეობს მაჟორიტარულ ოლქებთან დაკავშირებით. ახლა რამდენიმე კანდიდატს ვიხილავთ, მაგრამ ჯერჯერობით ეს შიდა პარტიული განხილვაა, სანამ ეს განხილვა არ მორჩება, ჩვენს კოლეგაოპოზიციონერებს ამასთან დაკავშირებით არ ვაპირებთ, რამე შევატყობინოთ. ჩემი კანდიდატურა არც შიდა პარტიულ კონსულტაციებში არ განიხილება - ეს შემიძლია დადასტურებით გითხრათ, ქალბატონ ნინოსთან დაკავშირებით ჯერჯერობით ჩამოყალიბებული არ ვართ", - აღნიშნა ანზორ ბიწაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×