
თბილისში დედა 5 წლის ქალიშვილს ეძებს და ამბობს, რომ ბავშვი მამამ გაიტაცა. ამის შესახებ „პრაიმტაიმს" ოლივია თათარაშვილის ადვოკატმა, ლოლა კურკუმულმა აცნობა.ოლივია თათრაშვილი და პრჟენისელ ანტონი 2013 წელს დაქორწინდნენ. 2014 წელს შეეძინათ ქალიშვილი, რომელიც ახლა ცოლ-ქმარს შორის სამართლებრივი დავის საფუძველია.
„ბავშვი ითვლება კვიპროსის რესპუბლიკის მუდმივ მაცხოვრებლად. 2018 წელს ჩამოვიდნენ საქართველოში რამდნეიმე თვით.აქ ცოლ-ქმარს დაეძაბათ ურთიერთობა და პრობლემებიც სწორედ აქედან იწყება. მათ პატრულმა შემაკავებელი ორდერები გამოუწერა, ორივეს. ბავშვი კი რამდენიმე დღით დედასთან უნდა ყოფილიყო, რამდენიმე დღით მამასთან.
ერთ-ერთი წაყვანის დროს მამამ ბავშვი აღარ დააბრუნა, გამორთო ტელეფონი და შეიცვალა ყველა მისამართი.
როდესაც ბავშვის ძიებაში სამართალდამცველები ჩაერთვნენ, გაირკვა, რომ ბავშვი ქვეყნიდან გაიყვანეს. აღმოჩნდა, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, ბავშვის ქვეყნიდან გაყვანაზე ორივე მშობლის თანხმობას არ სთხოვენ.ოლივია წავიდა კვიპროსში. იქ ბავშვი ვერ ნახა.პოლიციაში განცხადება რომ შეიტანა, უთხრეს, რომ მამაკაცმა ბავშვთან ერთად გადაკვეთა საზღვარი და საქართველოში დაბრუნდაო.
იხილეთ სრულად: პრაიმტაიმი