რეზონანსი
03.06.2020

ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალებასთან დაკავშირებით მიმდინარე საპროტესტო აქციაზე ნიუ-იორკში წუხელ სამართალდამცავებმა კიდევ 40 დემონსტრანტი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაცია "სიენენი" ავრცელებს.

კომენდანტის საათის დადგომისას, მოროდიორთა ჯგუფმა მანჰეტენზე მდებარე მაღაზიებზე თავდასხმა მოაწყო, რასაც დაპირისპირება მოჰყვა.

„ქაოსმა, უკანონობამ და ნგრევამ მოიცვა ნიუ იორკი“ - განაცხადა პრეზიდენტმა ტრამპმა. 

შეგახსენებთ, საპროტესტო ტალღა მას შემდეგ აგორდა, რაც პოლიციამ ძალის გამოყენებით 46 წლის მამაკაცი, ჯორჯ ფლოდი დააკავა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×