რეზონანსი
02.06.2020

თორაძეების მკვლელობის საქმის გამოძიებასთან დაკავშირებით საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ სამართლებრივი დახმარებისთვის ამერიკულ მხარეს მიმართა.

გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, იმის გამო, რომ ძმები თორაძეების დამ, თამარ თორაძემ მიმართა პროკურატურას საქმის გამოძიების მოთხოვნით, ხოლო თამარ თორაძე ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეა, გენერალურმა პროკურატურამ მიმართა აშშ-ის შესაბამის ორგანოებს სამართლებრივი დახმარებისთვის. კონკრეტულად კი, საუბარია ამერიკაში მცხოვრები თამარ თორაძის დაკითხვაზე.

თამარ თორაძე ძმების მკვლელობაში გიორგი რურუას ადანაშაულებს. ამასთან, თამარ თორაძემ 14 მაისს სენატორ ჯიმ რიშს ღია წერილით მიმართა.

საქმის გამოძიების მოთხოვნით თამარ თორაძემ 17 მაისს ვიდეომიმართვაც გაავრცელა „ფეისბუქ" გვერდზე, სადაც ამბობს, რომ მან პროკურატურას განცხადებით მიმართა ოჯახის წევრების მკვლელობის გამოძიების მოთხოვნით. ამავე ვიდეო მიმართვაში გენერალური პროკურატურის გარდა თამარ თორაძე პრეზიდენტს და მთავრობასაც მიმართავდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×