რეზონანსი
02.06.2020

მომღერალი ნოდიკო ტატიშვილი ამბობს, რომ ის იმ გაზგასამართი სადგურის უკან ცხოვრობს, რომელიც რამდენიმე წუთის წინ აფეთქდა. აფეთქების შედეგად არავინ გარდაცვლილა, თუმცა დაშავებულია ერთი. 

"გარშემო რამდენიმე დიდი კორპუსია აშენებული. არცერთ შემთხვევაში არ უნდა იყოს ასე. ვის მოუვიდა აზრად, რომ გაზის გასამართი სადგური ამდენი კორპუსის შუაში ჩაედგა?!

კორპუსებში მინები ჩამსხვრეულია. შთაბეჭდილება დამრჩა, რომ აფეთქების შემდეგ ჩემი კორპუსი გადაყირავდა. სასწაული აფეთქების ხმა იყო. მე მგონია, რომ დღეს გადავრჩით, მაგრამ ხვალ რა იქნება, არ ვიცი, ეს თუ ასე დარჩება", - აღნიშნა ნოდიკო ტატიშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×