რეზონანსი
01.06.2020

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო რეჟიმის გადაწყვეტილებით, დღეიდან, 1 ივნისიდან მდინარე ენგურზე ე.წ. საზღვარი კვლავ ჩაიკეტა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო „სპუტნიკი" ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ე.წ. საზღვარი 26 მაისს გაიხსნა იმისთვის, რომ „რესპუბლიკის" მცხოვრებლებს ოკუპირებულ ტერიტორიაზე დაბრუნება შეძლებოდათ, რომლებიც იქ კარანტინის გამო ვერ გადადიოდნენ. მათი ცნობით, ე.წ. რესპუბლიკაში 532 ადამიანი დაბრუნდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×