რეზონანსი
01.06.2020

რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერი დიმიტრი პესკოვი, ბარაკ ობამას ადმინისტრაციაში, ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ს პრეზიდენტის ყოფილი მრჩეველის სუზან რაისის განცხადებას პასუხობს.

სუზან რაისის განცხადებით, არ გამორიცხავს, რომ რუსეთი საპროტეტსტო აქციების ორგანიზებასა და დაფინანსებაში იყოს ჩართული.

"ნებისმიერი ასეთი განცხადება არის აბსოლუტურად არასწორი, მცდარი და რამდენადაც ჩვენ გვესმის, ასეთი მოსაზრებები არანაირად არ შეიძლება ასახავდეს ვაშინგტონის ოფიციალურ თვალსაზრისს",- აღნიშნა დიმირტი პესკოვმა.

მისი თქმით, კრემლი ყურადღებით აკვირდება ამერიკაში განვითარებულ მოვლენებს და მიიჩნევს, რომ ეს ქვეყნის შიდა საქმეა.

"ჩვენ არასდროს ჩავრეულვართ ამერიკის საქმეებში და ახლაც არ ვაპირებთ ამას," - განაცხადა პესკოვმა.

სუზან რაისის განცხადებით, ამერიკაში საპროტესტო გამოსვლებისა და მასობრივი არეულობის უკან რუსეთის სპეცსამსახურები შესაძლოა იდგნენ.

"არ გამიკვირდება, თუ გაირკვევა, რომ პროტესტში რუსეთი სოციალური ქსელების საშუალებით არის ჩართული ან თუ აღმოჩნდება, რომ ისინი მათ ამა თუ იმ გზით აფინანსებენ", - აღნისნა რაისმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×