რეზონანსი
01.06.2020

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას აზრით, ბოლო დღეების სტატისტიკიდან გამომდინარე რეგულაციების გამკაცრების საჭიროება არ დადგება. ამ ეტაპზე არაა საჭირო, რომ რეგულაციები სახელმწიფომ დააწესოს, ჩვენ უნდა დავიწესოთ თვითშეზღუდვები და რაღაცნაირად მოვერგოთ სიტუაციას, რომ ვიზრუნოთ ჩვენს თავსა და ჩვენს ოჯახებზე.

„ჩემი აზრით, რეგულაციების გამკაცრების საჭიროება არ დადგება, იმიტომ, რომ საბურთალოს კლასტერი თავიდან ბოლომდე შეისწავლება, ყველა იზოლირებულია, ტარდება კვლევები და ეს კლასტერი არ გავრცელდება. რაც შეეხება სხვა კლასტერებს, ყველაზე ცხელი წერტილები იყო ბოლნისის მუნიციპალიტეტის ორი სოფელი, სადაც უკვე ბოლოსკენ გავდივართ. 

ვნახოთ, როგორი იქნება შემდეგი ორი კვირა, იმიტომ რომ კონტაქტები შესწავლილია და მიმდინარეობს საინკუბაციო პერიოდი, თუმცა მუდმივად ვიმეორებთ, რომ არაა საჭირო, რომ რეგულაციები სახელმწიფომ დააწესოს. ჩვენ უნდა დავიწესოთ თვითშეზღუდვები და რაღაცნაირად მოვერგოთ სიტუაციას, რომ ვიზრუნოთ ჩვენს თავსა და ჩვენს ოჯახებზე“, - განაცხადა ეზუგბაიამ.

საქართველოში კორონავირუსი 794 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 624 უკვე გამოჯანმრთელდა. გარდაიცვალა 12 ადამიანი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×