ტატა შოშიაშვილი
31.05.2020

აშშ-ის რამდენიმე ქალაქში, მასობრივი არეულობის ფონზე, კომენდანტის საათი წესდება. 17 შტატში მიმდინარე დემონტრაციები ადგილობრივ პოლიციასთან შეტაკებაში გადაიზარდა - საპროტესტო აქციაზე გამართულ სროლას ერთი ადამიანის სიცოცხლე შეეწინა, ხოლო სამი დაიჭრა.

25 მაისს აფროამერიკული წარმოშობის 46 წლის მამაკაცის, ჯორჯ ფლიოდის დაღუპვის შემდეგ გავრცელდა ვიდეკადრები, სადაც ჩანს, რომ 44 წლის სამართალდამცველმა, დერეკ შოვინმა ის დააკავა და, სავარაუდოდ, შეკავების მიზნით მიწაზე მყოფ ფლიოდს ყელზე მუხლი მიაბჯინა. დაახლოებით 10 წუთის განმავლობაში ფლიოდი გათავსუფლებას ცდილობდა და ამბობდა: „სუნთქვა არ შემიძლია" - აღნიშნული ფრაზა აშშ-ში მიმდინარე საპროტესტო აქციების მთავარ ლოზუნგად იქცა.

აღსანიშნავია, რომ ოთხივე პოლიციელი, რომელიც ვიდეოჩანაწერზე ფიგურირებს, სამსახურიდან გაათავისუფლეს, ხოლო 44 წლის დერეკ შოვინს ბრალი წარუდგინეს მესამე ხარისხის მკვლელობისთვის. დანარჩენი ფიგურანტების წინააღმდეგ გამოძიება ჯერ კიდევ მიმდინარეობს. პროსტესტის მონაწილეები სამივე ეჭვმიტანილის სასამართლოსთვის გადაცემას მოითხოვენ.

ფლიოდის გარდაცვალების შემდეგ, 25 მაისს ამერიკის სხვადასხვა შტატში მსვლელობები, საპროტესტო აქციები და დემონსტრაციები დაიწყო, რაც მალევე გადაიზარდა დაპირისპირებაში.

მინესოტას გუბერნატორმა ტიმ უოლზმა შაბათს, დემონსტრაციების დაწყებიდან მეოთხე დღეს, ეროვნული გვარდიის სრული შემადგენლობის მობილიზება მოახდინა და აღნიშნა, რომ მეორე მსოფლიო ომის შემდეგს, აშშ-ის ისტორიას არ ახსვს ეროვნული გვარდიის ასეთი მასშტაბებით ამოქმედება.

უოლზმა დაამატა, რომ საპროტესტო აქციებს აღარაფერი აქვთ საერთო ფლიოდის გადაცვალებასთან და პროვოცირებულია რადიკალების მიერ, რომლებიც სხვა შტატებიდან ჩავიდნენ მინესოტაში.

ქვეყნის მასშტაბით რამდენიმე ათეულ შტატში მიმდინარე საპროტესტო აქციის მონაწილეებმა მანქანები დაწვეს, დაარბიეს მაღაზიები და ოფისები. არიან დაზარალებულები როგორც დემონსტრანტების, ასევე სამართალდამცველების მხრიდან.

ამ დროისთვის 17 შტატში მიმდინარე საპროტესტო აქციების მსვლელობისას, 5 დღის განმავლობაში 1400 ადამიანია დაკავებული სხვადასხვა ბრალდებით.

მინესოტას შტატის ყველა დიდ ქალაქ მინიაპოლისში, სადაც დაიღუპა ფლიოდი და დაიწყო მასობრივი საპროტესტო აქციები, დემონსტრანტები თავს დაესხნენ პოლიციის განყოფილებას. სამართალდამცველებმა მათ წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს.

პოლიციის შენობის დანგრევისას მინესოტელებს შეუერთდნენ კენტუკის, ჯორჯიის, კალიფორნიის, ინდიანას, სამხრეთ კაროლინას, ტენესის, ფლორიდის, ოჰაიოს, არიზონას, ნევადას, მისურის, ტეხასის, ნიუ-იორკისა და ვაშინგტონის მცხოვრებლები.

მინეაპოლისში ეროვნული გვარდიის ძალები გადასროლისა და კომენდანტის საათი შემოიღების მიუხედავად, 500-მდე დემონსტრანტი შეიკრიბა საარჩევნო კომიტეტთან. მათ იქვე განლაგებულ ბანკსა და ფოსტი შენობას ცეცხლი წაუკიდეს, რის შემდეგაც პოლიციამ მათ წინააღმდეგ რეზინის ტყვიები და ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს.

ატლანტაში დემონტრანტებიმა მსვლელობა მოაწყეს საინფორმაციო სააგენტო „სიენენის" ოფისისკენ, რა დროსაც პოლიციის მანქანები დაწვეს და ტელეცენტრის ფანჯრები დაამსხვრიეს.

„სიენენის" ცნობით, სულ ცოტა 8 შტატის ხელმძრვანელობამ მოითხოვა ეროვნული გვარდიის ამოქმედება საპროტესტო ტალღის ჩასახშობად.

საინფორმაციო სააგენტო „ესოშიეითიდ პრესის" ცნობით, ფილადელფიაში 13 პოლიციელი დაშავდა. ქალაქის მერმა კომენდანტის საათი გააგრძელა ორშაბათის დილის 6 საათამდე.

ლოს ანჯელესში პოლიციამ ხელკეტები და რეზინის ტყვიები გამოიყენა დემონსტრანტების წინააღმდეგ.

ვაშინგტონში საპროტესტო აქცის წევრები თეთრი სახლის გარშემო შეიკრიბნენ.

ტენესის შტატში 30 მაისს საგანგებო მდგომარეობა და კომენდანტის საათი გამოაცხადეს მას შემდეგ, რაც დემონსტრანტებმა შტატის დედაქალაქ ნეშვილში სასამართლოს შენობას წაუკიდეს ცეცხლი.

ეროვნული გვარდია ამოქმედდება ტეხასსა და კოლორადოშიც.

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა შაბათს განაცხადა, რომ ჯორჯ ფლიოდის გარდაცვალებამ ამერიკელები „აღავსო მწუხარებით, ბრაზითა და კოშმარით". პრეზიდენტმა სასტიკად გაკიცხა „მარადიორებისა და ანარქისტების" ქმედებები და განაცხადა, რომ საჭიროა „ჭრილობის მკურნალობა და არა სიძულვილისა და ქაოსის გავრცელება". ტრამპმა პირობა დადო, რომ აგრესიულ ჯგუფებს სათანადო წინააღმდეგობას გაუწევს და დაამატა, რომ მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებულ გამოძიებას დააჩქარებს.

„ნიუ იორკ თაიმსის" ინფორმაციით, დემონსტრაციები ამერიკის შეერთებული შტატების 30-მდე ქალაქში გაიმართა.

შეგახსენებთ, რომ 25 მაისს, ინტერნეტ სივრცეში გავრცელდა ვიდეოკარდები, სადაც ჩანს, თუ როგორ დააკავეს თეტრკანიანმა პოლიციელებმა აფროამერიკული წარმოშობის ჯორჯ ფლიოდი იქვე მდებარე მაღაზიის მფლობელის განცხადების საფუძველზე, რომ ფლოიდმა მის მაღაზიაში ყალბი 20-დოლარიანი კუპიურა გამოიყენა.

დაკავებისას ფლიოდი მიწაზე დაეცა და პოლიციელებს უთხრა ,რომ კლაუსტროფობია აქვს.

ფლიოდი ყველზე მუხლმიბჯენილი 10 წუთის განმავლობაში ითხოვდა შველას და ამბობდა: „გთხოვთ... ვერ ვსუნთქავ... არ მომკლათ".

დაკავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა ის მალევე გარდაიცვალა. გაკვეთამ აჩვენა, რომ მისი გარდაცვალების მიზეზი გაგუდვა არ ყოფილა, ფლიოდ გულის დაავადებები ჰქონდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×