რეზონანსი
31.05.2020

რუსეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 400 ათასს გადააჭარბა. ქვეყანაში გასული 24 საათის განმავლობაში ვირუსის 9 268 შემთხვევა გამოვლინდა და 138 ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას რუსული მედია „კოვიდ-19"-თან ბრძოლის ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.

რუსეთის მთავრობის მიერ გავრცელებული მონაცემების მიხედვით, ქვეყანაში, ვირუსის გავრცელებიდან დღემდე, „კოვიდ-19"-ის 405 843 შემთხვევაა დაფიქსირებული, დაღუპულია 4 693 ადამიანი.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×