რეზონანსი
31.05.2020

ჯორჯ ფლოიდის მკვლელობით გამოწვეული საპროტესტო აქციების გამო 25 დიდ ამერიკულ ქალაქში კომენდანტის საათი გამოცხადდა. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია "სიენენი" ავრცელებს.

მისი ცნობით, ღამის საათებში გადაადგილება შეზღუდულია შემდეგ ქალაქებში: ლოს-ანჯელესი და ბევერლი-ჰილზი (კალიფორნია), დენვერი (კოლორადო), მაიამი (ფლორიდა), ატლანტა (ჯორჯია), ჩიკაგო (ილინოისი), ლუისვილი (კენტუკი), მინეაპოლისი და სენტ-პოლი (მინესოტა), როჩესტერი (ნიუ-იორკი), ცინცინატი, კოლუმბუსი, დეიტონი, ტოლედო და კლივლენდი (ოჰაიო), პორტლენდი და იუჯინი (ორეგონი), ფილადელფია და პიტსბურგი (პენსილვანია), ჩარლსტონი და კოლუმბია (სამხრეთ კაროლინა), ნეშვილი (ტენესი), სოლტ-ლეიკ-სიტი (იუტა), სიეტლი (ვაშინგტონი) და მილუოკი (ვისკონსინი).

ჯორჯ ფლოიდი 25 მაისს მოკლეს. სოციალურ ქსელებში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც პოლიციელი მუხლს აჭერს ყელზე 46 წლის აფროამერიკელს, ხოლო დაკავებული ხრიალებს და ითხოვს, სუნთქვის საშუალება მისცენ.

ჯორჯ ფლოიდის მკვლელობას საპროტესტო აქციები მოჰყვა. 28 მაისს საპროტესტო აქციის მონაწილეებმა მინეაპოლისის პოლიციის შენობა დაიკავეს და ცეცხლი წაუკიდეს. 30 მაისს ფლოიდის საქმეზე დაკავებულ ყოფილ პოლიციელს ბრალი წინასწარი განზრახვის გარეშე მკვლელობის მუხლით წაუყენეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×