
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე "პალიტრანიუსის" გადაცემა "ბლიცინტერვიუში" საკუთარ ცხოვრებისეულ პერიოდებზე ისაუბრა:
"ზოგადაც ემოციური ვარ, ფიცხი ვარ, ასე ამბობენ, ძალიან ბევრმა რამემ შეიძლება გამაბრაზოს, მაგრამ ყველაზე მეტად ვბრაზდები უსამართლობაზე.
ცხოვრებაშ უამრავ რამეს ვნანობ, მაგრამ თუ სერიოზული უნდა ვთქვა იმას, რომ ძალიან ბევრი დრო მაქვს გაფლანგული, არასოდეს, დაწყებული ბავშვობის წლებიდან, თქვენ წარმოიდგინეთ ახლაც, არასოდეს დროის ყადრი არ ვიცოდი და დროს არ ვუფრთხილდებოდი.
ყველაზე მეტად მწყდება გული, რომ ისეთ სამედიცინო დაწესებულებას, როგორიც არის ჩვენი ინფექციური სავადმყოფო, უკვე ათი წელია არ აქვს საკუთარი შენობა-ნაგებობები და მუშაობა უხდება ასეთ გაუსაძლის პირობებში.
ორ რამეს შევცვლიდი, დავქორწინდებოდი გაცილებით უფრო ადრე და არ დავკარგავდი დროს ამ კარდიოლოგიაზე და ინსტიტუტის დამთავრებისთანავე ვიმუშავებდი იმ დარგში, რომელიც ახლა ძალიან მიყვარს, ეს არის ინფექციური დაავადებები და იმუნოლოგია", - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.