
გავრცელებული ინფორმაციით, მალხაზ მაჩალიკაშვილი დამოუკიდებელ კანდიდატად წარდგება და მმართველი პარტიის კანდიდატის წინააღმდეგ იბრძოლებს. ამ ეტაპზე, ის არც უარყოფს და არც ადასტურებს, რომ იბრძოლებს, როგორც კანდიდატი.
"თუ ჩემს საქმეს დასჭირდა, კენჭსაც ვიყრი და თანამდებობაზეც მოვალ ათეული ათასობით მხარდამჭერის გამო. საქართველოს მოსახლეობის ნახევარზე მეტი, მხარს მიჭერს. ისინი ჩემი თანამოაზრეები არიან. ნებისმიერ რეგიონში ყველა ბერკეტს გამოვიყენებ და ქართულ ოცნებას დავუპირისპირდები. რაც შეეხება კახეთს, აქ მმართველ პარტიას გასაქანს არ მივცემ.
მაღალი ალბათობით, ვიმეორებ - თუ კენჭისყრას გადავწყვეტ, ალბათ, დამოუკიდებელ კანდიდატად წარვდგები. ამ თემაზე ბევრთან მისაუბრია. ბევრმა მოითხოვა, რომ კენჭი ვიყარო, მაგრამ აქამდე, მოქალაქეობრივ სტატუსს ვინარჩუნებ. არ მინდა, ვინმემ თქვას, აი თურმე რისთვის იბრძოდაო. ამიტომ მე შევეცდები ეს სტატუსი კიდევ შევინარჩუნო. ვიბრძოლებ თემირლანის პატივსაცემად და საქართველოში მდგომარეობის გასაუმჯობესებლად", - განაცხადა მაჩალიკაშილმა.
იხილეთ სრულად: პრაიმტაიმი