რეზონანსი
30.05.2020

ბოლო პერიოდში თბილისში კორონავირუსის შემთხვევები არ დაფიქსირებულა, თუმცა ამ დილით ერთბაშად 9 შემთხვევა გამოვლინდა. იგი სავარაუდოდ, უკავშირდება საბურთალოს ერთ-ერთ კორპუსში მომხდარ შემთხვევას. გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ საცხოვრებელი სახლში კარანტინშია მოქცეული.

ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ბოლო 24 საათში დაფიქსირებული 11 ახალი შემთხვევიდან, 2 არის ბოლნისის წყარო, ხოლო დანარჩენი 9 არის თბილისიდან, ერთ ადრე დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტირებული პირები.

"გრძელდება კვლევა თუ არსებობს ამ წყაროში კიდევ ინფიცირებულები," - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ. ინფექციურ საავადმყოფოში ახალი შემთხვევებიდან 8 პაციენტი შევიდა.

"ჩვენთან 8 პაციენტია, თბილისის 8 შემთხვევა, ერთი კონტაქტის ყველა შემთხვევა ჩვენთან დაწვა, მათი მდგომარეობა საშუალოზე მსუბუქადაა შეფასებული," - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ. 

მან კომენტარი არ გააკეთა გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომ საბურთალოს ერთ-ერთ კორპუსში კორონავირუსის შემთხვევის დადასტურების შემდეგ მაცხოვრებლები კარანტინში მოექცნენ. მისი თქმით, ის დეტალებზე არ საუბრობს, თუმცა აცხადებს, რომ კონტაქტების კვლევა მიმდინარეობს, კორპუსის კარანტინი კი არასწორი ფორმულირებაა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×