
შეერთებული შტატების ეროვნულმა გვარდიამ, მინესოტას შტატის ქალაქ მინეაპოლისში მასობრივი არეულობის ადგილებში, სადაც ადგილობრივის მკვლელობას მოსახლეობა აპროტესტებდა, 500-ზე მეტი ჯარისკაცი გაგზავნა-ამის შესახებ შტატების ეროვნული გვარდია ტვიტერზე წერს.
„ჩვენ 500-ზე მეტი ჯარისკაცი გავაგზავნეთ სენტ-პოლში, მინეაპოლისსა და მიმდებარე რაიონებში. ჩვენი მისია ხალხის დაცვა, კერძო საკუთრების შენარჩუნება და მშვიდობიანი დემონსტრაციების უფლების უზრუნველყოფაა."- აცხადებს ეროვნული გვარდია, ამერიკელი ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენლები იქვე აღნიშნავენ, რომ მათი მტავარი ამოცანა მეხანძრეების დახმარებაა.
მანამდე, პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ტვიტერზე აღნიშნა, რომ მინეაპოლისში ეროვნული გვარდიის გაგზავნის აუცილებლობაა.
აშშ-ის ქალაქ მინეაპოლისში ამჯერად საგანგებო მდგომარეობაა, საპროტესტო აქციები ადგილობრივი მაცხოვრებლის ჯორჯ ფლიოდის მკვლელობის გამო, უკვე სამი დღეა მიმდინარეობს, საპროტესტო აქციის მონაწილეებმა პოლიციის განყოფილების შენობას ცეცხლი წაუკიდეს. Fox News-ის ინფორმაციით, სამართალდამცავების ევაკუაცია ვერტმფრენით განხორციელდა. დაშავებულები არ არიან.
ფლოიდი შტატში 25 მაისს მოკლეს,სოციალურ ქსელებში კი ამისი ამსახველი ვიდეო გარცელდა, სადაც 46 წლის ავტომობილში მჯდომი აფროამერიკელი, შტატის პოლიციამ საეჭვო პიროვნებად ჩათვალა, გადმოიყვანეს, ბორკილები დაადეს და ასფალტზე დააწვინეს, ხოლო დაკავებული ითხოვდა, რომ სუნთქვის საშუალება მიეცათ, მოგვიანებით მან გონება დაკარგა და საავადმყოფოში გარდაიცვალა.
პროტესტანტები მიიჩნევენ, რომ პოლიციამ ძალა გადაამეტა,ფლიოდის ინციდენტთან დაკავშირებით სამართალდამცავები დააკავეს.
საპროტესტო გამოსვლები აშშ-ის ქალაქებში , მინეანაპოლისში, მემფისსა და ლოს-ანჯელესში მიმდინარეობდა, ერთ-ერთ საპროტესტო აქციაზე ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობის შედეგად, ერთი ადამიანი გარდაიცვალა.