
ძვირფასო მეუფეებო, წამოდით პოლიტიკაში, თუ არა დაანებეთ თავი მთავრობასთან ფლირტს - ასე მიმართა გადაცემის "რეაქციის" ეთერიდან "ლეიბორისტული პარტიის" ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა მეუფეებს.
"ჩემო ძვირფასებო, მეუფეებო თუ ძალიან გინდათ პოლიტიკოსობა კი ბატონო კვიპროსში იყო პრეცენდენტი, როდესაც 70-იან წლებში გახდა არქიეპისკოპოსი მაკარიუსი პრეზიდენტი. სხვათა შორის მას შემდეგ კვიპროსი გაიყო ორად და ატყდა არეულობა, მაგრამ ფაქტია. წამოდით პოლიტიკაში, თუ არა დაანებეთ თავი მთავრობასთან ფლირტს", - განაცხადა ნათელაშვილმა.
კითხვაზე, რატომ ამბობს ამას? აქვს მოლოდინი, რომ ეკლესია გვერდში დაუდგება ხელისუფლებას? - პასუხობს:
"ამაში სრულიად დარწმუნებული ვარ. ოღონდ ეკლესია არა, - საპატრიარქო. ეკლესია ღვთის სახლია და ნუ ვაიგივებთ საპატრიარქოს და ეკლესიას. ძვირფასო საპატრიარქო ჯერ წართმეული გარეჯი გამოგეგლოვათ და მერე დაგეთრიათ ეს 20-20 ჰექტარი ქართული მიწა. ის ქართულია და არ შეიძლება იყოს ან საპატრიარქოს საკუთრება ან კერძო პირის ან ინვესტორის საკუთრება", - განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.