
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელი დირექტორის გოგიტა თოდრაძის ინფორმაციით, აპრილში საქართველოს ეკონომიკა 16.6%-ით შემცირდა. იანვარ-აპრილის საშუალო რეალური ზრდა კი უარყოფითია და -3.6%-ს შეადგენს.
„წინასწარი შეფასებით, აპრილში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა გარკვეულწილად შენელდა და სახეზე გვაქვს ეკონომიკის 16.6%-იანი შემცირება. შესაბამისად, პირველი 4 თვის საშუალო რეალური ზრდა -3.6%-ია“, - აღნიშნა თოდრაძემ.
2020 წლის აპრილში შემცირება გამოვლინდა თითქმის ყველა სექტორში სამთომოპოვებითი მრეწველობის დარგის გარდა. განსაკუთრებით კი აღსანიშნავია შემცირება მშენებლობის, ვაჭრობის, დამამუშავებელი მრეწველობის, ტრანსპორტის, სასტუმროებისა და რესტორნების, უძრავი ქონებით ოპერაციების, ასევე ხელოვნების, გართობის და დასვენების სექტორებით.