რეზონანსი
29.05.2020

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის პაატა იმნაძის აზრით, კარგი იქნებოდა, საზოგადოებრივ ტრანსპორტში რეგულაციები ყოფილიყო. მაგალითად, მგზავრთა რაოდენობის შეზღუდვა.

„პრაქტიკულად, რეგულაციების გაკონტროლება შეუძლებელია. ჩვენი მოქალაქეები უნდა იყვნენ მაქსიმალურად ფრთხილად. თუ ტრანსპორტი სავსეა, ნუ ავალთ. თუ მოკლე მანძილზე მივდივართ, ნუ დავტივირთავთ საზოგადოებრივ ტრანსპორტს, რათა ვისაც ნამდვილად სჭირდება, მან ისარგებლოს.

მაქსიმალურად ვეცადოთ, რომ დავიცვათ ყველა ის წესი, რაც არსებობს, რათა თავი დავიზღვიოთ“, – განაცხადა "იმედის" ეთერში იმნაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×